ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულ ანდერ ერერას მიაჩნია, რომ კლუბი „წითელი ეშმაკების“ გოლკიპერ დავიდ დე ხეას გადაყვანას არ საჭიროებს.
ესპანელი პარიზულ გუნდში „მანჩესტერიდან“ ამ ზაფხულს გადავიდა.
„დე ხეა ჩემი მეგობარი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, – ციტირებს „მანჩესტერ იუნაიტედ სტაფი“ (Man Utd Stuff) ერერას, – „ჩემთვის ის პირველ სამეულში შედის, მაგრამ პსჟ-ს ორი დიდებული მეკარე ჰყავს – არეოლა და ტრაპი, რომელიც აინტრახტში გატარებული კარგი სეზონის შემდეგ დაგვიბრუნდა. საჭიროა, პატივი ვცეთ მოთამაშეებს, რომლებიც უკვე გუნდში არიან და მათგან ველოდოთ თავდადებას“.