ანასტასია გოტფრიდმა ატაცში 111 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ოქრო მოიპოვა. ქალთა შორის 87 კგ წონით კატეგორიაში, ატაცში ანასტასია გოტფრიდმა 111 კგ დაძლია და პირველობა არავის დაუთმო.
ანასტასიამ პირველ ცდაზე 108 კგ ასწია, რითაც გალიდერდა. მის შემდეგ რუსი სპორტსმენი გამოვიდა, რომელმაც ასევე 108 კგ დააფიქსირა და ქართველს ვერ გაასწრო, რადგან პირველმა, ეს წონა გოფრიდმა დაძლია.
ჩვენიანის გადასწრების შანსი მოლდოველს ჰქონდა, თუმცა მან 110 კგ ვერ ასწია და გოტფრიდმა ატაცში ოქროს მედალი ერთი ცდის შემდეგ მოიპოვა.
ანასტასიამ მეორე ცდაზე შედეგი გააუმჯობესა – 111 კგ. მესამე ცდაზე 113 კგ შეუკვეთა, თუმცა ვერ აიტაცა.