ანანიძე თანაგუნდელთან კონფლიქტისთვის დასაჯეს
ანანიძე თანაგუნდელთან კონფლიქტისთვის დასაჯეს
ჯანო ანანიძე და მის თანაგუნდელი, პარაგვაელი ლორენცო მელგარეხო ერთმანეთში კონფლიქტისთვის გუნდმა ფინანსურად დასაჯა, – ინფორმაციას რუსული გამოცემა „სპორტ 24“ ავრცელებს.
 
„მატჩის მეორე დღეს, „სპარტაკში“ გუნდის საბჭო მოიწვიეს, რომელსაც მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო ხელმძღვანელობდა. ჩვენი ცნობით, ამ შეკრებაზე ანანიძესა და მელგარეხოს ფინანსური დაჯარიმება გადაწყდა, მაგრამ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ორივე ხელფასის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმეს, სიმართლეს არ შეესაბამება. „სპარტაკის“ მოთამაშეების კონტრაქტები ერთმანეთთან ჩხუბისთვის სანქციებს არ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ შეგროვდა გუნდის საბჭო, რომლის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება მოთამაშეთა დაჯარიმების შესახებ“, – წერს „სპორტ24“.
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში, პეტერბურგის „ზენიტთან“ შეხვედრის 73-ე წუთზე, მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ მოედანზე ქართველი ნახევარმცველი შეუშვა.
ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში საქართველოსა და პარაგვაის ნაკრებების ნახევარმცველებს შორის ჯერ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა, შემდეგ კი ერთმანეთს ფიზიკურადაც შეეხნენ.