ანა ნაცვლიშვილი ზურაბ აზარაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იბარებს
ანა ნაცვლიშვილი ზურაბ აზარაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იბარებს

ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იბარებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მინისტრის დაბარების მიზეზია პასუხების მიღება აქონდროპლაზიის დიაგნოზთან დაკავშირებით.

კერძოდ, დეპუტატი ინტერესდება, ფლობს თუ არა ჯანდაცვის სისტემა ინფორმაციას, საქართველოში მცხოვრებ რამდენ მოქალაქეს აქვს დასმული აქონდროპლაზიის დიაგნოზი და აქვთ თუ არა მათი სამედიცინო და სოციალური საჭიროებები შესწავლილი. ასევე, იგეგმება თუ არა აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის, „ვოზორიტიდის“ საქართველოში შემოტანა და პაციენტების ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.