აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან უშუალო კომუნიკაციით ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყანაში მედიკამენტის, „ვოზორიდიტის“ შემოტანის აუცილებლობაზე. მშობლების განცხადებით, მათი შვილებისთვის ეს მედიკამენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უნდობლობას უცხადებენ.

ამასთან, აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. ლანა გალდავას თქმით, პარტია „ლელო“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის დაბარებას აპირებს, სადაც, მისი განცხადებით, შეძლებენ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის ირგვლივ მინისტრს კითხვები დაუსვან.