ამირან შავაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია - ჭიდაობა
ამირან შავაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია - ჭიდაობა

იტალიის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ამირან შავაძე (60 კგ.) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მან დაძაბულ ბრძოლაში რუსი ფალავანი დაამარცხა.

დღესვე ჩვენი მოჭიდავე იური ლომაძე (72 კგ.) ოქროს მედლისთვის გერმანელ სპორტსმენს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყულაბაში ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.