ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ტურნირზე ახალი წესების დაწესების შესახებ ისაუბრეს. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება რეალური მსაჯების HawkEye Live სისტემით შეცვლა იქნება, რომელის ფეხბურთში ბურთის კარის ხაზის გადაკვეთას აფიქსირებს.
ხაზის მსაჯები არტურ ეშის და ლუი არმსტრონგის არენებზე მუშაობას გააგრძელებენ.
გარდა ამისა, იმოქმედებს შემდეგი წესები:
ბურთის მომწოდებელ ბავშვებს მოზრდილები შეცვლიან, ჟურნალისტებს ტურნირის მიმდინარეობისას ტერიტორიაზე არ შეუშვებენ, პირველობა საკვალიფიკაციოს გარეშე გაიმართება და წყვილთა თანრიგში ჩვეულებრივზე მოკლე ბადე იქნება. ერთეულებში 120 ჩოგბურთელი პირდაპირ მთავარ ბადეში მოხვდება, ხოლო მათ რვა მოთამაშე „უაილდ ქარდით“ დაემატება. ტურნირი, როგორც დაგეგმილი იყო, 31 აგვისტოს დაიწყება და 13 სექტემბერს დასრულდება. გათამაშება უმაყურებლოდ ჩატარდება.