ამერიკაში 12 წლის გოგონები MMA-ის ტურნირზე იჩხუბებენ
ამერიკაში 12 წლის გოგონები MMA-ის ტურნირზე იჩხუბებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში MMA-ის ტურნირის (Conquest of the Cage) რანგში გაიმართება ორთაბრძოლა 12 წლის გოგონებს შორის.

36-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრძოლას 15 ნოემბერს, ქალაქი სპოკანე (ვაშინგტონის შტატი) უმასპინძლებს. გოგონებს ჰქვიათ დარინა გლესბერგი (აშშ) და ლოლა პაპადატოსი (ბელგია).

„ვიღაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს ამგვარი ბრძოლის ჩატარების იდეას. ეს მათი პრობლემაა. თქვენ რომ საქმეში ნახოთ ეს ორი მინიმონსტრი, მაშინ მიხვდებით, რომ ჩხუბი მათი საქმეა“, – დაწერა „ფეისბუქში“ ბრძოლის ორგანიზატორმა რიკ ლიტლმა.

მანვე დაამატა, რომ ორივე გოგონას მშობლებმა თანხმობა განაცხადეს ბრძოლაზე. ერთ-ერთი გოგონა დედასთან ერთად ვარჯიშობს, რომელიც თავად გახლავთ MMA-ის მებრძოლი.

გოგონებს შორის ბრძოლა MMA-ის სამოყვარულო წესებით გაიმართება – მებრძოლებს აკრძალული ექნებათ იდაყვებითა და მუხლებით თავში დარტყმა, ასევე წაქცეულისთვის თავში შეკრული მუშტის დარტყმა.

დატოვე კომენტარი