ჯექსონვილის არენაზე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მომდევნო, მაისის რიგით მესამე ქარდი გაიმართა. ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს ღონისძიება წარმატებული და გასახარებელი გამოდგა. გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.
ქარდის მთავარი ბრძოლა ვეტერან ალისტერ ოვერიმსა და ვოლტ ჰარისს შორის მძიმე წონით დივიზიონში გაიმართა. ოვერიმს, რომელიც მიმდინარე კვირას 40 წლის ხდება, შერეულ ორთაბრძოლებში 64 პროფესიონალური ბრძოლა აქვს გამართული.
პირველ რაუნდში ჰარისმა ჰოლანდიელი ვეტერანი ნოკ დაუნში გაუშვა, თუმცა ბრძოლის დასრულება ვერ მოახერხა. ოვერიმმა გადამწყვეტი დარტყმა მეორე რაუნდშ განახორციელა და დენ მერგლიოტას დაპირისპირების შეჩერება მოუხდა. შედეგად, ოვერიმმა ტექნიკუტი ნოკაუტით გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ვოლტ ჰარისი ოქტაგონს შვილის დაღუპვის შემდეგ პირველად დაუბრუნდა.