UFC | გიგა ჭიკაძისა და რომან დოლიძის მომდევნო მეტოქეების ვინაობა ცნობილია #1TVSPORT
UFC | გიგა ჭიკაძისა და რომან დოლიძის მომდევნო მეტოქეების ვინაობა ცნობილია #1TVSPORT

UFC-ის ქართველი მებრძოლების, გიგა ჭიკაძისა და რომან დოლიძის მომდევნო მეტოქეების ვინაობა ცნობილია. ორივე სპორტსმენი თავის ბრძოლას ზაფხულში გამართავს.

საშუალო წონის რეიტინგის მეცხრე ნომერი რომან დოლიძე 2 ივნისს რეიტინგის მე-12 ნომერს, ამერიკელ ენტონი ჰერნანდესს შეხვდება. ამ მომენტისთვის ჰერნანდესს MMA-ში 12 გამარჯვება და ორი მარცხი აქვს. რაც შეეხება დოლიძეს, ქართველი ბრძოლას 12-3 ბალანსით ხვდება.

ქვემსუბუქ წონაში გიგა ჭიკაძე არნოლდ ალენს 20 ივლისს დაუპირისპირდება. ალენი თავის დივიზიონში მეექვსე ადგილზეა, ხოლო გიგა ჭიკაძე მეცხრე პოზიციას იკავებს. ბრიტანელ ალენს MMA-ში 22-ჯერ უჩხუბია, საიდანაც 19 ბრძოლა მოიგო. ჭიკაძე კი დაპირისპირებას 15 გამარჯვებითა და სამი მარცხით ხვდება.