გიგა ჭიკაძემ ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და ჯოშ ემეტთან ვეღარ იჩხუბებს [ვიდეო] #1TVSPORT
გიგა ჭიკაძემ ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და ჯოშ ემეტთან ვეღარ იჩხუბებს [ვიდეო] #1TVSPORT

გიგა ჭიკაძეს UFC-ში მორიგი ბრძოლა ამერიკელი ჯოშ ემეტის წინააღმდეგ 17 დეკემბერს უნდა გაემართა.

თუმცა, ქართველმა მებრძოლმა ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და ემეტის წინააღმდეგ ოქტაგონზე ვეღარ გავა.

„გიგა ბრძოლას გამოეთიშა. ვინ არის მზად 16 დეკემბრისთვის?“, – დაწერა ჯოშ ემეტმა სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს გიგა ჭიკაძეს, რომელმაც ბოლო ბრძოლა აგვისტოში გამართა და ალექს კასერესი დაამარცხა. ასევე უცნობია, როდის დაუბრუნდება ქართველი მებრძოლი ოქტაგონს.