UFC | გიგა ჭიკაძე მორიგ ბრძოლას ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს #1TVSPORT
UFC | გიგა ჭიკაძე მორიგ ბრძოლას ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს #1TVSPORT

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას 17 დეკემბერს ამერიკელი ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც ქვესაშუალო წონის რეიტინგში მეექვსე ადგილზეა.

38 წლის ემეტმა უკანასკნელი ჩხუბიც ქართველთან გამართა. მიმდინარე წლის 24 ივნისს მისი დამარცხება, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ილია თოფურიამ მოახერხა. ჯამში კი ამერიკელ მებრძოლს MMA-ში 22-ჯერ უჩხუბია, საიდანაც 18 დაპირისპირება მოიგო.

რაც შეეხება გიგა ჭიკაძეს, 20-თვიანი შესვენების შემდეგ 35 წლის ქართველი ოქტაგონზე აგვისტოში დაბრუნდა. სინგაპურში ჩატარებულ UFC-ის ღონისძიებაზე მან ალექს კასერესი დაამარცხა. გიგა (კარიერული ბალანსი MMA-ში 15-3) ამჟამად რეიტინგში მერვეა.

ჭიკაძისა და ემეტის დაპირისპირება UFC 296-ის ეგიდით შედგება და მას ლას ვეგასი უმასპინძლებს.