ალის ვაიდელი – ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს კარგად მოუწევს დაფიქრდეს, შეუძლია თუ არა ამ გამოსამშვიდობებელი პოლიტიკის გაგრძელება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში

00:28, 21.09.2026

ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს ძალიან კარგად მოუწევს დაფიქრდეს, შეუძლია თუ არა მას ამ გამოსამშვიდობებელი პოლიტიკის გაგრძელება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში, – ასე ეხმაურება ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) ლიდერი ალის ვაიდელი გერმანიაში, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწასა და ბერლინში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის პირველად შედეგებს.

მისივე თქმით, პარტიამ კატასტროფული შედეგები აჩვენა, რის გამოც მათ მოლაპარაკებები სასწრაფოდ უნდა გამართონ.

„შესაძლებელია, რომ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის კატასტროფულმა 5.5-პროცენტიანმა საარჩევნო შედეგმა საქსონია-ანჰალტზეც იქონიოს გავლენა, კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს ძალიან კარგად მოუწევს დაფიქრდეს, შეუძლია თუ არა მას ამ გამოსამშვიდობებელი პოლიტიკის გაგრძელება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში. შესაბამისად, მაგიდასთან ძალიან ადრე და სწრაფად უნდა დასხდნენ და გონივრულად ისაუბრონ, რადგან სწორედ ამას ელოდებიან მათგან ამომრჩევლები“, – აცხადებს ვაიდელი.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არჩევნებში ხმების 37 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზეა „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია 35.5 პროცენტით. კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 5.5-პროცენტიანი შედეგით მესამე ადგილზეა.

ეგზიტპოლის მიხედვით, ბერლინში „მემარცხენე პარტია“ 24.5 პროცენტით ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა ხდება, რაც წინა არჩევნებთან შედარებით, 12.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული შედეგია. მეორე ადგილზეა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 20 პროცენტით, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით, 8.2 პროცენტული პუნქტი დაკარგა. მესამე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 16 პროცენტით. პარტიის შედეგი, წინა არჩევნებთან შედარებით, 6.9 პროცენტით არის გაზრდილი.

მსგავსი