ალექსეი ნავალნის პირველ მარტს მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პანაშვიდი პირველ მარტს, 14:00 საათზე მოსკოვში, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გაიმართება, რის შემდეგაც ნავალნის ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში ავრცელებს.
მანამდე იარმიში იუწყებოდა, რომ სარიტუალო სახლები უარს ამბობდნენ მომსახურების გაწევაზე, როდესაც იგებდნენ გარდაცვლილის ვინაობას.
ალექსეი ნავალნი რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ის 19-წლიან სასჯელს იხდიდა.