ალექსეი გონჩარენკო – ჩემი წყაროები მეუბნებიან, რომ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ანდრეი სიბიგა და მარკო რუბიო მოაწერენ ხელს
ჩემი წყაროები მეუბნებიან, რომ შეთანხმებას აშშ-სა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელს მოაწერენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.
„უოლ სთრით ჯორნალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს.
„სქაი ნიუსის“ ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზად არ არის.
My sources tell me that the agreement between the US and Ukraine on minerals will be signed between the Minister of Foreign Affairs of Ukraine Andriy Sybiga and the US Secretary of State Marco Rubio.
— Oleksiy Goncharenko (@GoncharenkoUa) February 22, 2025