„უოლ სთრით ჯორნალი“ – უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს

13:23, 22.02.2025

უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელშეკრულება ჯერ მზად არ არის.

სტატიის თანახმად, უკრაინის მთავრობასთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „დიდი როლი“ შეასრულა ხელშეკრულების პირობების კოორდინაციაში, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების ნდობა გააძლიერა კიევში სამდღიანი ვიზიტის დროს.

მსგავსი