„სქაი ნიუსი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერისთვის მზად არ არის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
„სქაი ნიუსის“ წყაროების ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციის მიზეზი არის ის, რომ უკრაინა ხელშეკრულების პროექტში „რიგ პრობლემურ საკითხებს“ ხედავს.
წყაროს თქმით, „შეთანხმება ჯერ არ არის მზად ხელმოსაწერად, რადგან არსებობს რიგი პრობლემური საკითხები და პრეზიდენტი არ არის მზად პროექტის ამჟამინდელი ფორმით მისაღებად. დღეისათვის პროექტი არ ასახავს პარტნიორულ ურთიერთობებს და მოიცავს მხოლოდ უკრაინის ცალმხრივ ვალდებულებებს“.
მანამდე „უოლ სთრით ჯორნალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს.