ალექსანდრე კოკორინი და პაველ მამაევი ორი თვით დააპატიმრეს – რუსეთის საფეხბურთო ნაკრების წევრები 8 დეკემბრამდე გისოსებს მიღმა იქნებიან.
პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელი, მისი ძმა – კირილი და „კრასნოდარის“ ნახევარმცველი – პაველ მამაევი, მოსკოვში 10 ოქტომბერს დააკავეს და ბრალად მასობრივი ჩხუბის გაჩაღება წაუყენეს. მამაევი და კოკორივი რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები არიან. მათ მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში სკამით ცემეს ორი პიროვნება, ერთი მათგანი რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომელი -დენის პაკა აღმოჩნდა. ორივე დაზარალებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მოსკოვის შსს-ს ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იური ტიტოვმა სასამართლომდე განაცხადა, რომ პოლიცია შუამავლობას აპირებდა, რომ ხულიგნობაში ბრალდებულებისთის აღმკვეთი ღონისძება შინაპატიმრობით შეეცვალათ, მაგრამ მოსკოვის ტვერის რაიონულმა სასამართლომ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.
საინტერესოა, რომ სასამართლოზე მამაევის ადვოკატი მხოლოდ კოკორინის დასჯას, ხოლო საკუთარი კლიენტის – გაშვებას ითხოვდა. ვალში არც ძმები დარჩენილან – კირილ კოკორინმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ჩხუბის ინიციატორი მამაევი იყო.
ასე დაანგრია ერთმა საშინელმა დღემ მეგობრობა და ორი საკმაოდ ნორმალური ფეხბურთელის კარიერა.