ალექსანდრა ტრუსოვას ორი ოთხმაგი ნახტომი (ვიდეო)

რუსი ალექსანდრა ტრუსოვა პირველი სპორტსმენია ქალ ფიგურულ მოციგურავეთა შორის, რომელმაც ოფიციალურ ტურნირზე, ერთი პროგრამის მანძილზე, ორი ოთხმაგი ნახტომი სუფთად შეასრულა.

ეთერ თუთბერიძის 13 წლის მოსწავლემ სოფიაში გამართული იუნიორების ჩემპიონატი მოიგო, სუფთად შეასრულა ორი ოთხმაგი ნახტომი (სალხოვი და ტულუპი) თავისუფალ პროგრამაში და ელემენტებში სარეკორდო 92.36 ქულა დაიმსახურა. ორი პროგრამის ჯამში მან 225.52 ქულა აიღო.