უკრაინელ მოკრივეს ალექსანდრ უსიკს წარმატებული დებიუტი ჰქონდა სუპერმძიმე წონაში. მან ქალაქ ჩიკაგოში ვადაზე ადრე დაამარცხა ამერიკელი ჩაზ უიზერსპუნი (38:4, 29KO).
უსიკი პირველივე რაუნდიდან დომინირებდა, ზრდიდა სისწრაფეს, დარტყმების ძალასა და ინტენსივობას. უკრაინელი ძალიან მსუბუქად გამოიყურებოდა, გარს უვლიდა მეტოქეს და ჯებებით ამუშავებდა მას.
უიზერსპუნი პირველ რაუნდებში ახერხებდა სახიფათოდ კონტრშეტევას. მაგალითად, მეოთხე რაუნდში მარჯვნიდან კარგად მოარტყა უსიკს გვერდში, მაგრამ მეექვსე და მეშვიდე რაუნდებში ამერიკელი უკვე ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას და მერვე რაუნდის დაწყებამდე უიზერსპუნის გუნდმა უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე.
32 წლის უსიკს, რომელიც აბსოლუტური ჩემპიონი იყო პირველ მძიმე წონაში, კარიერაში 17-დან 17 მოგება აქვს, მათ შორის, 13 – ნოკაუტით.
თავდაპირველად, უკრაინელ მოკრივეს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა ჰოლანდიელ ტაირონ სპონგთან, მაგრამ მას ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, დოპინგის მიღებისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს.