უკრაინელი მოკრივის ალექსანდრ უსიკის პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის მომდევნო მოწინააღმდეგემ ტაირონ სპონგმა დოპინგტესტი ჩააგდო.
„ჩვენ დაგვიკავშირდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო და შეგვატყობინა, რომ სპონგის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა, მასალები გაგზავნილია ილინოისის შტატის ათლეტურ კომისიაში. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება დილით. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული ვარიანტები“, – დაწერა ჰირნმა საკუთარ „ტვიტერში“.
ბრძოლა 12 ოქტომბერს, ჩიკაგოში უნდა გამართულიყო. პირველ მძიმე წონაში ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონისთვის ეს უნდა ყოფილიყო სადებიუტო ბრძოლა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში.
უსიკს კარიერაში 16 ბრძოლიდან 16 გამარჯვება აქვს, აქედან 12 – ნოკაუტით. სპონგსაც 13-დან 13 მოგებით ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.