ალექსანდრ უსიკის დებიუტი სუპერმძიმე წონაში გადაიდო
ალექსანდრ უსიკის დებიუტი სუპერმძიმე წონაში გადაიდო

უკრაინელი მოკრივის, ალექსანდრ უსიკის (16-0, 12 KO) დებიუტი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გადაიდო. ხელის კუნთის ტრავმის გამო, 25 მაისს არ შედგება უსიკის ორთაბრძოლა ამერიკელი კარლოს ტაკამის წინააღმდეგ. შეხვედრა მერილენდის შტატის ქალაქ ოქსონ-ჰილში უნდა გამართულიყო.

უკრაინელის მენეჯერმა ეგის კლიმასმა ილაპარაკა მძიმე წონაში WBC-ის, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონის აღდგენის სავარაუდო ვადებზე.

„ეს იყო მძიმე შრომის ორი თვე. მზადება ყოველდღიურად მიდიოდა. მხოლოდ ორი კვირა რჩებოდა ბრძოლამდე, მაგრამ მან ტრავმა მიიღო. რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ.
ის დაახლოებით ერთი თვით გამოვიდა მწყობრიდან. ექიმმა თქვა, რომ ამ დროის განმავლობაში, ტრავმირებული ხელით არაფრის კეთება არ შეიძლება. შემდეგ იქნება კიდევ ერთი ან ორი თვე მოსამზადებლად და იმედია, ის შეძლებს ბრძოლის გამართვას სექტემბერში“, – განუცხადა ESPN-ს კლიმასმა.

სავარაუდოდ, მეტოქე და ბრძოლის ჩატარების თარიღი არ შეიცვლება.