ალექსანდრ ლუკაშენკო - პუტინი ტარიფების შემცირების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 300 მილიონ დოლარს გვთავაზობდა
ალექსანდრ ლუკაშენკო - პუტინი ტარიფების შემცირების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 300 მილიონ დოლარს გვთავაზობდა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი საბაჟო ტარიფების შემცირების სანაცვლოდ ბელარუსს 300 მილიონი დოლარის ოდენობით კომპენსაციას სთავაზობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ენერგორესურსების მიწოდების საკითხი მან პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომელიც ბელარუსში ნავთობის მიწოდებასაც ეხება.

„ვლადიმერ პუტინმა წარადგინა ფორმულა, რათა ჩვენ დავითვალოთ, თუ რამდენ დაკარგავს ბელარუსი საბაჟო ტარიფების შემცირებით 2020 წელს. მაგალითად, თუ ჩვენ შარშან ტარიფებით მივიღეთ მილიარდი დოლარი, მაშინ წელს, ტარიფების შემცირების შემდეგ, მივიღებთ 700 მილიონ დოლარს. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა, დანაკლისი, ანუ 300 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაიხადოს. ეს მოხდება მათ შორის კომპანიებისთვის პრემიების გამოწერის გზით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, სხვა შეთავაზება რუსეთისგან ჯერ არ ყოფილა.

რუსეთმა ბელარუსში ნავთობის მიწოდება 2020 წლის დასაწყისში შეწყვიტა. მხარეები ნავთობის ფასზე ვერ თანხმდებიან.