„ალევესის“ მთავარ მწვრთნელად პაბლო მანჩინი დაინიშნა, – იუწყება ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
მანჩინმა ხუან მუნისი შეცვალა, რომელმაც კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
ესპანეთის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი „ალავესმა“ მე-16 ადგილზე დაასრულა და სამი ქულით გასცდა „გასავარდნ“ ზონას.
პაბლო მანჩინი სხვადასხვა დროს „ნუმანსიას“, „ესპანიოლსა“ და „სევილიას“ ედგა სათავეში.