პრიმერას კლუბ „ალავესში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. კლუბმა პოსტიდან დაითხოვა პაბლო მაჩინა, მის ადგილას კი დანიშნა აბელარდო ფერნანდესი.
50 წლის სპეციალისტმა, რომელიც ფეხბურთელობისას „ალავესში“, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობდა, 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი.
აბელარდო არა მხოლოდ თამაშობდა „ალავესში“, არამედ ავარჯიშებდა მას – 2017-19 წლებში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 69 მატჩში მოიგო 28, 14-ჯერ ფრედ ითამაშა და 27-ჯერ წააგო.