მესამე ქართველი ლა ლიგის გუნდში - გაგუა „ალავესის“ მთავარ შემადგენლობაში დააწინაურეს #1TVSPORT
მესამე ქართველი ლა ლიგის გუნდში - გაგუა „ალავესის“ მთავარ შემადგენლობაში დააწინაურეს #1TVSPORT

ლა ლიგის გუნდში კიდევ ერთი ქართველი დააწინაურეს. ესპანური პრესის ინფორმაციით, „ალავესის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ კალეხამ სარეზერვო შემადგენლობის თავდამსხმელი გიორგი გაგუა პირველ გუნდში გადაიყვანა და ახალი სეზონისთვის ამზადებს.

ალავესისდეპორტივოსეზონისთის ემზადება. გუნდმა იბაიას სპორტულ სოფელში ივარჯიშა. გუნდს ვერ ეხმარებიან ხოსელუ და ლუკას პერესი, ჯანმრთელობის პრობლემები გამო, ტაიჩი ჰარა კვლავ იაპონიაში იმყოფება. თავის მხრივ, შვილობილი გუნდიდან „ალავესის“ ძირითად შემადგენლობას გიორგი გაგუა და აბდე რებახი შეუერთდნენ“, – წერს futbolfantasy.

ამის შესახებ კომენტარი თავად გიორგი გაგუამ გააკეთა:

„ხავი კალეხასთან ცალკე არ მისაუბრია, უბრალოდ ვარჯიშზე მკითხა, როგორ დავისვენე და როგორ ფორმაში ვარ. თან რაღაც თემები გავიარეთ და ბევრი რამ ამიხსნა“.

გიორგი გაგუა 19 წლისაა. ტანმაღალი თავდამსხმელი, გაგიკვირდებათ და კალათბურთის ფედერაციის დახმარებით ჩავიდა. „ალავესი“ „ბასკონიასთან“ ერთად არის, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი აკავშირებს და ყოველ ზაფხულს ქართველი კალათბურთელები შერჩევაზე ჩაჰყავს. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე „ალავესში“ გიორგის წაყვანა გადაწყდა და მას შემდეგ ყოველ წელს ჩადიოდა შერჩევებზე, სანამ სრულწლოვანი გახდებოდა და კონტრაქტზე ხელმოწერის უფლება ექნებოდა. 2020 წლის შემოდგომაზე გიორგიმ ესპანეთში სამუშაო ვიზა მიიღო და თავიდან 18-წლამდელების გუნდში თამაშობდა.

ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილის („ლევანტე“) და მეკარე გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“) შემდეგ, გიორგი გაგუა მესამე ქართველი მოთამაშეა, რომელიც ლა ლიგის გუნდში დააწინაურეს. არადა, 12 წლის განმავლობაში ქართველს ტოპ-ლიგის გუნდში არ უვარჯიშია.