დიდი ნახტომი ლა ლიგისკენ - გაგუამ მთავარ „ალავესში“ ზედიზედ მეორედ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
დიდი ნახტომი ლა ლიგისკენ - გაგუამ მთავარ „ალავესში“ ზედიზედ მეორედ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

დეპორტივო ალავესის“ მთავარ გუნდში დაწინაურებულმა გიორგი გაგუამ თავი გოლით ზედიზედ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა.

ამჯერად ის ბასკური დაპირისპირების მონაწილე გახდა – „დეპორტივო ალავესის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ კალეხამ 20 წლის ქართველი თავდამსხმელი „დეპორტივო მირანდესთან“ სამატჩო განაცხადში შეიყვანა და მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა.

ანგარიში 0:0 იყო, როცა 79-ე წუთზე გიორგიმ ფლანგური გადაცემა ბრწყინვალე თავურით დარტყმით დააგვირგვინა და გუნდს მოაგებინა (1:0), „ალავესი“ კი ტრადიციული ვილა დე ლაგუარდიას თასის მფლობელი გახდა.

ალავესი“ სეზონის დაწყებამდე კიდევ ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს, მათგან ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ჩვენთვის 6 აგვისტოს „ლევანტესთან“ ელის, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს და შესაძლოა, ქართველების ესპანური დაპირისპირება ვიხილოთ. სეზონს „ალავესი“ 15 აგვისტოს მარდიდის „რეალთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ „დეპორტივო ალავესმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა, გიორგი გაგუამ კი ორჯერ ითამაშა და ზეზიდედ მეორედ „ალავესის“ მაისურით გაიტანა.