ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასა და თურქეთს დაუპირისპირდება - სვანაძემ დებიუტანტი „თელავიდან“ მიიწვია #1TVSPORT
ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასა და თურქეთს დაუპირისპირდება - სვანაძემ დებიუტანტი „თელავიდან“ მიიწვია #1TVSPORT

24 და 27 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასა და თურქეთს დაუპირისპირდება. გუნდი ემზადება ევრო 2023-ისთვის, რომელზეც მასპინძლის რანგში ითამაშებს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ამ შეხვედრებს სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს, ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს, სტამბოლში თურქეთს შეხვდება.

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩი, თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება, ხოლო თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან 21:00-ზე. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთ-ერთი, „თელავის“ 19 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული.

24 სექტემბერი – პორტუგალია V საქართველო

27 სექტემბერი – თურქეთი V საქართველო

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი)

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი)

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი)

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი)