ხვადაგიანი მოგებას იმედოვნებს, კვერნაძე რთულ თამაშს ელის - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს მოლდოვას შეხვდება #1TVSPORT
ხვადაგიანი მოგებას იმედოვნებს, კვერნაძე რთულ თამაშს ელის - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს მოლდოვას შეხვდება #1TVSPORT

დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვში მოლდოვას დაუპირისპირდება. მოახლოებულ შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, საბა ხვადაგიანმა და თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ ისაუბრეს.

რამაზ სვანაძის გუნდმა 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 6 სექტემბერს გიბრალტართან გამარჯვებით დაიწყო – 2:0. გოლები ოთარ მამაგეიშვილმა და გუნდის ახალწვეულმა, ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანეს.

საბა ხვადაგიანი, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი: „რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობთ და შევეცდებით, მოვიგოთ“.

გიორგი კვერნაძე, ნაკრების ფეხბურთელი: „რთული დაპირისპირება იქნება, რადგან პირველი გასვლითი თამაშია, ახალი გუნდი ვართ და წნეხი დიდია. რაც მთავარია, ხასიათი შენარჩუნებული გვაქვს, რადგან წინა მატჩი მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ“.

მოლდოვისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებების მატჩი კიშინიოვში, „ზიმბრუს“ სტადიონზე დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.