ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - ის ოცნებები, რაც ბავშვობაში ფეხბურთელობისას მქონდა დასახული, სრულყოფილად ვერ განვახორციელე, ვცდილობ, ეს მწვრთნელის რანგში შევასრულო [ვიდეო] #1TVSPORT
ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - ის ოცნებები, რაც ბავშვობაში ფეხბურთელობისას მქონდა დასახული, სრულყოფილად ვერ განვახორციელე, ვცდილობ, ეს მწვრთნელის რანგში შევასრულო [ვიდეო] #1TVSPORT

გადაცემა „ტაიმაუტთან“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ იგი, ვიდრე მწვრთნელობას დაიწყებდა, წარმატებული ფეხბურთელი იყო და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

„ის ოცნებები და მიზნები, რაც ბავშვობაში ფეხბურთელობისას მქონდა დასახული, სრულყოფილად ვერ განვახორციელე. ვეცადე ეს მწვრთნელის რანგში შემესრულებინა. ბევრი არ მიფიქრია, კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა გადავწყვიტე. აქაც ოჯახმა იქონია გავლენა. მწვრთნელის რანგში ჩემი პირველი გამოცდილება იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, სადაც ბიძაჩემი ზაურ სვანაძე მუშაობდა“.