საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი - მთავარი გიბრალტართან შეხვედრაა, შეცდომის დაშვების უფლება არ გვექნება #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი - მთავარი გიბრალტართან შეხვედრაა, შეცდომის დაშვების უფლება არ გვექნება #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში, თურქეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გააკეთა.

„თამამად ვიტყვი, პირველი ტაიმი ჩაგვივარდა და მოწინააღმდეგემ გვაჯობა, თუმცა მეორე ტაიმში ნორმალური შთაბეჭდილება დავტოვეთ. შეგვეძლო, თამაშიც გადაგვერჩინა. გვყავდა დებიუტანტები, ასევე ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო ნაკლებად ან საერთოდ არ ჰქონდათ.

მთავარი მიზანი მაინც გიბრალტართან შეხვედრაა, სადაც, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, შეცდომის დაშვების უფლება არ გვექნება. ზოგადად კი, თურქეთთან წაგების მიუხედავად, შეკრება კარგად მიმდინარეობს და მიმაჩნია, რომ ეს თამაში ძალიან წაგვადგება.

ასეთ ატმოსფეროში გამოსვლაც მშვენიერი გამიცდილება იყო ჩვენი დებიუტანტებისთვის, რომლებსაც მსგავს გარემოში თამაში ნაკლებად უწევთ. მარცხით კმაყოფილი არასოდეს ვიქნები, მაგრამ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და დარწმუნებული ვარ, მომავალში ყველაფერი ბევრად უფრო კარგად იქნება“, – განაცხადა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.