საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 2024 წელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან გასვლითი შეხვედრით გახსნა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

სტამბოლის „პენდიკის სტადიონზე“ გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა მე-16 წუთზე სემი კილისოის გოლით გახსნეს. მეორე ტაიმში (53-ე წუთზე) ჩვენი ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბერთუღ ილდიმირმა ზუსტად დაარტყა და თურქების უპირატესობა გაზარდა.

რამაზ სვანაძის გუნდმა თამაშის გადარჩენა სცადა და 58-ე წუთზე სხვაობა შეამცირა – მასპინძლების კარი ეფექტური დარტყმით გიორგი აბუაშვილმა აიღო. 82-ე წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კარში მეორე პენალტი დაინიშნა, მაგრამ ერენჩან იარდიმიჩის დარტყმა მეკარე ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია.

ამ მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი გიბრალტარში გაემგზავრება და 26 მარტს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრას ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


თურქეთი U21 – საქართველო U21


გოლები: 1:0 კილისოი (16. იოზქანის პასით), 2:0 ილდიმირი (55. პენალტით), 2:1 აბუაშვილი (58).

გამოუყენებელი პენალტი: იარდიმიჩი (82. მეკარე)

საქართველო: ხარატიშვილი – უგრეხელიძე (45. ხვადაგიანი), სალუქვაძე, გოგლიჩიძე (87. ზურაბიანი), მამაცაშვილი (45. რუხაძე), ოდიშარია (72. სიხარულაშვილი), ო. მამაგეიშვილი (87. ეზოიანი), ლ. გაგნიძე (72. გორდეზიანი), მორჩილაძე (45. ცხოვრებაშვილი), კვერნაძე, ოგბაიძე (45. აბუაშვილი).