ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრები აღმოაჩინეს
ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრები აღმოაჩინეს

ახალ ზელანდიაში მაშველებმა კუნძულ უაით აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრები აღმოაჩინეს. მათ ვერტმფრენების საშუალებით იდენტიფიცირებისთვის ველინგტონში გადაასვენებენ. თუმცა, სამუშაოებს ვულკანის განმეორებით ამოფრქვევის საფრთხე აფერხებს, რომლის შესაძლებლობასაც სპეციალისტები 50-60 პროცენტით აფასებენ.

კუნძულ უაით აილენდზე ვულკანი 9 დეკემბერს ამოიფრქვა. შემთხვევის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა. მათ შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ სხეულის 90 პროცენტის დამწვრობა აქვთ მიღებული.

მძიმე მდგომარეობა აქვს კიდევ 25 ადამიანს, რომელთაც სხეულის სულ მცირე 30 პროცენტი აქვთ დამწვარი, ასევე დაზიანებული აქვთ სასუნთქი გზები.