აკაპულკოს ტურნირის ნახევარფინალის დროს მიწისძვრა მოხდა - თამაში არ გააჩერეს [ვიდეო] #1TVSPORT
უცნაური ამბავი მოხდა აკაპულკოს ATP500-ის ტურნირის ნახევარფინალის დროს, რომელშიც გერმანელები – ალექსანდრ ზვერევი და დომინიკ კიოპფერი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი გათამაშებისას, მცირე მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები პირდაპირ გათამაშების დროს დაიწყო, მაგრამ სტიქიამ ვერ შეაჩერა გერმანელი ჩოგბურთელები და მათ გააგრძელეს თამაში. მთავარი არბიტრიც არ ჩაერია და ქულა ზვერევმა აიღო.
მატჩი ორ სეტში (6:4, 7:6) ზვერევმა მოიგო. ფინალში გერმანელი ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება.