ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.
პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მეორე ტურში 115-დან 70 ხმით წარმატება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, აკაკი იაშვილმა მოიპოვა.
აგრეთვე, აკაკი იაშვილი ფიდე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იქნება.