აივენგო რიკაძე და გიორგი მელია მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
აივენგო რიკაძე და გიორგი მელია მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

დღეს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთმა ქართველმა დაიწყო ასპარეზობა, საიდანაც ორი – აივენგო რიკაძე (82 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.) ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებენ.

შეხვედრები თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გუშინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთმა ქართველმა იასპარეზა. მათგან სამი – ლევან ქავჟარაძე (63 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) დღეს ფინალში იჭიდავებენ. ბექა მამუკაშვილი (77 კგ.) კი, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) ასპარეზობა ადრეულ ეტაპზე დაასრულა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.