Air Arabia საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს
Air Arabia საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს

მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია Air Arabia თბილისის მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. ინფორმაციას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, 30 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შარჯასა და თბილისს შორის 31 დამატებითი რეგულარული ფრენა შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Air Arabia-ს აღნიშნული მიმართულებით გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 29 ნოემბერს მიენიჭა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.