ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის საერთაშორისო გამოფენა

12:21, 25.10.2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის 140-ე საერთაშორისო გამოფენის მეორე ფაზას დაესწრნენ. კანტონ ფეარი ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები და წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენის მეორე ფაზაზე წარმოდგენილია თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკა, ავეჯი, კერამიკული ნაწარმი და გარე სივრცეების მოწყობისა და გამწვანებისთვის საჭირო ინვენტარი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ სექტორის ინოვაციებსა და წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს. ასევე გაიმართა „ბი თუ ბი“ ფორმატის შეხვედრები წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან.

მსგავსი