„აიამ“ დრამატული მატჩი მოიგო
„აიამ“ დრამატული მატჩი მოიგო

რაგბიში დიდი ათის მე-14 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. რუსთავის სტადიონზე გულშემატკივარმა დრამატულ შეხვედრა იხილა, სადაც ერთამანეთს ადგილობრივი „ხარები“ და „აია“ დაუპირისპირდნენ.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი სრული უპირატესობით ჩაატარეს. „ხარებმა“ მეტოქეს საწყის 40 წუთში ორი ლელო გაუტანეს. თავი გიორგი ხაბაშვილმა და ზურა ქავთარაძემ გამოიჩინეს. რაც შეეხება „აიას“, იმერულმა კლუბმა პირველ ტაიმაში მხოლოდ ერთი ჯარიმა მიითვალა და მატჩის პირველი ნახევარი „ხარების“ გამარჯვებით 10:3 დასრულდა.

შეხვედრის განახლებიდან პირველივე წუთზე ლევან ნარიმანიძემ „ხარების“ უპირატესობა კიდევ ერთი ლელოთი გაზარდა. 47-ე წუთზე კი „აიამ“ ირაკლი გამისონიას ლელოთი ანგარიშის სხვაობა შეამცირა. ბაბუნაშვილმა გარდასახვა გაიტანა და ანაგარიში 15:10 გახდა. შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს. გარდასახვა კი ზუსტად სტუმრებმა შეასრულეს. ანგარიში კვლავ „ხარების“ სასარგებლოდ 20:17 იყო. თუმცა „აიამ“ მატჩის გადარჩენა მაინც მოახერხა და დამატებით დროში გადამწყვეტი ლელო საბა ერემაშვილმა გაიტანა, გარდასახვა კი ოთარ ძაგნიძემ ზუსტად შეასრულა. შეხვედრა ქუთაისელთა სასარგებლოდ 24:20 დასრულდა.

დიდი ათის მე-14 ტურის დარჩენილი შეხვედრები 7 და 8 მარტს გაიამრთება. 7 მარტს 14:00 შევარდენის სარაგბო ბაზაზე, სატურნირო ცხრილის გასავარდნ ზონაში მყოფი ორი გუნდი „არმაზი“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. მოგვიანებით 16:00 ავჭალის სტადიონზე „იუნკერები“ „აკადემიას“ უმასპინძლებს. 8 მარტს 14:00 სატურნირო ცხრილის პირველადგილოსანი და მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“, ლიდერობისთვის მებრძოლ „ლელო სარასენსს“ საკუთარ მოედანზე 14:00 მიიღებს. „ყოჩები“ „ჯიქის“ წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი ნუცუბიძის პლატოზე მდებარე სარაგბო სტადიონზე 16:00-ზე დაიწყება.