ქუთაისის „აია“ ფეიქრიშვილით გაძლიერდა
ქუთაისის „აია“ ფეიქრიშვილით გაძლიერდა

ანტონ ფეიქრიშვილი კარიერას საქართველოში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა ბურჯი დიდ 10-ში ითმაშებს, სადაც ქუთასის „აიას“ ღორსებას დაიცავს. ფეიქრიშვილი ახალ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

საქართველოს ჩემპიონატი 25 იანვარს განახლდება. წლის პირველ მატჩს „აია“ თბილისში, მარნეულის „არმაზის“ წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ანტონ ფეიქრიშვილი ბოლოს „კარდიფ ბლუზში“ ირიცხებოდა. ქართველი მორაგბე ასევე „ბრივში“, „კასტრში“ და „ალსტერში“ თამაშობდა.

წელს ანტონ ფეიქრიშვილი მე-7 ბორჯღალოსანი გახდა, რომელმაც ბრიტანულ „ბარბაროსებში“ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.