გარდაიცვალა ვეტერანი მორაგბე დუგლას კავთელაშვილი
გარდაიცვალა ვეტერანი მორაგბე დუგლას კავთელაშვილი

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 72 წლის ასაკში, ქართული რაგბის ღვაწლმოსილი მორაგბე და მწვრთნელი დუგლას კავთელაშვილი გარდაიცვალა.

კავთელაშვილი 8 ნომრის პოზიციაზე წლების განმავლობაში თამაშობდა. 1971 წლიდან იგი ქუთაისის გუნდში, 1973 წელს თბილისის „ლოკომოტივში“, ხოლო 1974-1976 წლებში „ნალჩიკის“ კლუბში ასპარეზობდა.

მისი მენეჯერობის დროს „აიამ“ ოთხ წელიწადში ხუთი ტიტული მოიპოვა: ზედიზედ სამჯერ (1987, 1988, 1989) საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ორჯერ საკავშირო თასის მფლობელი (1987, 1990).

ქუთაისის „აიამ“ დამოუკიდებლობის ხანაში სამჯერ (1990, 1991, 1995) მოიგო ეროვნული პირველობა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელად მუშაობის პერიოდში (1994-1995),  დუგლას კავთელაშვილმა გამართულ ოთხივე ტესტ-მატჩში გაიმარჯვა.

1989 წელს დუგლას კავთელაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის ისტორიაში. სწორედ მისმა ურთიერთობამ „მსოფლიო რაგბის“ ხელმძღვანელებთან, ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარება დააჩქარა.