ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ გიორგი ნემსაძე კარიერას ქუთაისის „აიაში“ გააგრძელებს
ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ გიორგი ნემსაძე კარიერას ქუთაისის „აიაში“ გააგრძელებს

ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ გიორგი ნემსაძე კარიერას ქუთაისის „აიაში“ გააგრძელებს, – აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.


„საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ნემსაძე კარიერას ქუთაისის „აიაში“ გააგრძელებს. გიორგი ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის დასრულების შემდეგ ის მშობლიურ კლუბს შეუერთდება“, – წერია „აიას“ განცხადებაში.

გიორგი ნემსაძემ რაგბის თამაში სწორედ „აიაში“ დაიწყო. ფრანგული კარიერა მან ხუთ კლუბში გაატარა – „დომონი“, „მასი“, „მონტობანი“, „აჟენი“ და „ტარბი“, რის შემდეგაც ინგლისში, „ბრისტოლში“ გადავიდა, 2018 წელს კი უელსური „ოსფრეიზის“ ღირსებას იცავდა.

„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში გიორგი ნემსაძეს დებიუტი 2005 წელს ჰქონდა. მეორეხაზელმა ნაკრების ღირსება 85-ჯერ დაიცვა და მის ანგარიშზე 13 ლელოა.