აფეთქება ზემო ფონიჭალაში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
აფეთქება ზემო ფონიჭალაში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დღეს აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სამივე პირის მდგომარეობა რთულია.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე მაშველები ორ ადამიანს ეძებენ.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.