ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე მაშველები ორ ადამიანს ეძებენ
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე მაშველები ორ ადამიანს ეძებენ

ზემო ფონიჭალაში, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დღეს აფეთქება მოხდა, მაშველები ორ ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება.

ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულია.  ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სამივე პირის მდგომარეობა რთულია.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.