ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალების გასაცნობად თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, უწყებას ჯერ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ აქვს. მისი თქმით, პროკურატურა საქმის გაჭიანურებას ცდილობს. მიხეილ რამიშვილი ასევე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების დღეს სახელმწიფოს ბალანსზე მყოფი სამი ავტომობილის გადაადგილების სრული ვიდეოჩანაწერი ჯერ კიდევ არ არის ამოღებული.
„ჩვეულებრივ, საქმის მასალებს ვეცნობი. ჯერ სამი ჯიპის კადრები ბოლომდე არ არის ამოღებული. ლოდინის რეჟიმში ვართ. ჩვეულებრივად, მიდის სამუშაო რეჟიმი. ექსპერტიზის საბოლოო პასუხი არ არის ჯერ მოსული. ვერ გეტყვით, დაახლოებით როდის იქნება, ეს თვითონ ექსპერტიზის ბიურომ იცის. ეს ყველაფერი შეგვიძლია, გაჭიანურებად ჩავთვალოთ. უცხოელი ექსპერტების ჩართვას არ ვგეგმავთ. უკვე უარი ვთქვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ რამიშვილმა.