აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ჯერ უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე განუმარტა, რომ შენობის ბლოკირება კანონით ისჯება და მათ ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც რამდენიმე პირი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ ადგილზე რჩება. შენობის შესასვლელთან იმყოფებიან სამართალდამცველები და შენობაში თანამშრომელთა ნაწილმა შესვლა უკვე დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელთან აქციას დილიდან მართავენ. ისინი თანამშრომლებს შენობაში არ უშვებდნენ.