„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის მთავრობის შენობასთან აქციას მართავენ.

ისინი შესასვლელ კართან დგანან და ამბობენ, რომ შენობაში არც ერთ თანამშრომელს არ შეუშვებენ.

„მოვახდენთ ყველა სახელმწიფო უწყების პიკეტირებას. ვნახოთ, რამდენი პოლიციელი ეყოლება ივანიშვილს. მზად ვართ ყველაფრისთვის. თუ უნდათ, დაგვაპატიმრონ. მოვუწოდებთ მათ, ხელფასს ნუ შეწირავენ ქვეყნის მომავალს“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ.