საბერძნეთის დედაქალაქში სტუდენტების აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებსა და ბოთლებს ესროდნენ, პოლიციამ კი, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აქციის მონაწილეები უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების წესის ცვლილებას აპროტესტებენ.