აშშ-ში, შუალედურ არჩევნებში გამარჯვება რესპუბლიკური პარტიის გარდაცვლილმა კანდიდატმა მოიპოვა
აშშ-ში, შუალედურ არჩევნებში გამარჯვება რესპუბლიკური პარტიის გარდაცვლილმა კანდიდატმა მოიპოვა

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ნევადას ოლქში გამარჯვება რესპუბლიკური პარტიის გარდაცვლილმა კანდიდატმა მოიპოვა.

დენის ჰოფი მისსავე საკუთრებაში არსებულ „სიყვარულის რანჩოს“ სახელით ცნობილ საროსკიპოში, 72-ე დაბადების დღის წვეულების შემდეგ, 16 ოქტომბერს გარდაიცვალა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ბიულეტენები უკვე დაბეჭდილი იყო, კანდიდატის სახელის ამოღება ვეღარ შეძლეს.

მოსახლეობის ინფორმირების მიუხედავად, გარდაცვლილმა დენის ჰოფმა , დემოკრატი კონკურენტი ლესია რომანოვი ხმათა 63,12 % -ით, 36.88 -ის წინააღმდეგ დაამარცხა.