8-დან 18 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოზარდებმა წარმატებით იასპარეზეს #1TVSPORT
8-დან 18 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოზარდებმა წარმატებით იასპარეზეს #1TVSPORT

რუმინეთის ქალაქ მამაიაში ჩატარებულ პირველობაზე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ჩვენი გოგონების ასპარეზობა 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, საპრიზო სამეულისთვის სამი ქართველი გოგონა: კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე და ანასტასია კირთაძე იბრძოდა.

ჩემპიონის ტიტული 9-იდან 7,5 ქულით კესარია მგელაძემ მოიპოვა, მარიამ ცეცხლაძე და ანასტასია კირთაძე მას ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II-IV ადგილები გაინაწილეს.

დამატებითი მაჩვენებლების შედეგად, ვერცხლის მედალი მარიამ ცეცხლაძეს გადაეცა, ხოლო ანასტასია კირთაძე მეოთხე ადგილზე გავიდა.

ასევე წარმატებით ითამაშეს ჩვენმა მოზარდებმა 8-წლამდელთა შორის გამართულ შეჯიბრზე. მარიამ რეხვიაშვილსა და სარა სალხთხუციშვილს შორის ბრძოლა სამეულისთვის მიმდინარეობდა, რომელიც მარიამ რეხვიაშვილის გამარჯვებით დასრულდა და მას ბრინჯაოს მედალი გადაეცა.

ბოლო ტურამდე ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა ბარბარე აშოთია. ბარბარემ, ტურნირი 9-იდან 7 ქულით დაუმარცხებლად განვლო და II-V ადგილები გაინაწილა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლით საბოლოოდ, მეხუთეზე ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის ათეულში მოხვდნენ:

8 წლამდე ბიჭები | ანდრია ჯახაია – 6,5 ქულა; VI ადგილი

12 წლამდე ბიჭები | გაბრიელ გაბადაძე – 6,5 ქულა; V ადგილი

14 წლამდე ბიჭები | ლუკა კილაძე – 6 ქულა; X ადგილი

8 წლამდე გოგონები | სარა სალთხუციშვილი – 6 ქულა; VII ადგილი.

8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 19 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობდა.